საზოგადოების გათვითცნობერება

საზოგადეოების გათვითცნობიერება  მედიის საშუალებით

ოჯახში ძალადობის საკითხში  საზოგადოების გათავითცნობიერებისა და ადეკატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით  „სახლი“  სისტემატურად აშუქებს ოჯახში ძალადობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს   სხვადასხვა ჯურნალ-გაზეთებში,  სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, სოციალური მედიისა და სარეკლამო საქმიანობის (სოციალური რეკლამა და ვიდეო  კლიპები) მეშვეობით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაიბეჭდა 70-ზე მეტი სტატია ოჯახაში ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების და ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში  „სახლი“  რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა აქტიობებს  „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის“  ფარგლებში, რომელშიდაც ჩართულნი არიან  ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები - „სახლის“ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები და რომლებიც  გათვითცნობიერების ამაღლების კომპონენტთან ერტად  ერთად მოიცავენ, კულტურულ და საგანამანათლებლო ღონისძიებებს.

 

2002 და 2005 წლებში „სახლმა“ განახორციელა ფართომასშტაბიანი საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიები, რომლის მიზანი იყო  ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა   და ოჯახში ძალადობის კანონის მიღებისა და შემდგომში მისი იმპლემენტაციისათვის ხელშეწყობა.

 

დოკუმენტური ფილმები

ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული და ოჯახური ძალადობის პრობლემების სიმწვავის წარმოსაჩენად და მათ მიმართ საზოგადოებაში ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად  ორგანიზაციის მიერ   მომზადდა  5  მოკლემენტრაჟიანი ვიდეო ფილმი:

1. “ეძიე ქალი”, (ოქსფამის მხარდაჭერით,1998)

2. “სახლი-ქალთა საკონსულტაციო ცენტრი”, (ოქსფამი, 2003)

3. “ოჯახური ძალადობა დანაშაულია”, (ოქსფამი, 2006)

4. “სიცოცხლე საფრთხის გარეშე” (UNHCR, 2007)

5. ”გემღერებოდეს დედაო!” (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2008)

 

2015 წელს „სახლი“-ს მონაწილეობით მომზადდა  სცენარი ფილმისთვის „ხმა ამოიღეთ!“, რომელიც  შეიქმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

 

ტრენინგები და სემინარები

 „სახლი“ სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს ოჯახში ძალადობის  საკითხზე  საზოგადოებისა და  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, ახალგაზრდები), შესაბამისი სამინისტროებისა და  უწყებების წარმოამგენლებთან (სამართალ-დამცავები, სოციალური მუშაკები, ექიმები, პედაგოგები და სხვ.).

 

2007 წლიდან „სახლის“ საქმიანობაში მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გენედრული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხის ფოკუსირება. რეგულარული საინოფრმაციო შეხვედრები და  ფსიქოგანათლებაზე ორიენტირებული ტრენინგები ტარდება იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:   ძალადობა ოჯახში, მისი ზეგვლენა ბავშვებსა და მოზრდილებზე, ეფექტური კომუნკაცია და კონფლიქტის მოგვარება,  სტრესთან გამკლავება და გამკლავების უნარ-ჩვევები, ადეკვატური თვით-შეფასების ხელშეწყობა და სხვა. ტრენინგის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია ასევე „სახლის“ ბაზაზე არსებული სერვისებიც.

2016 წლიდან  აღნიშნულმა აქტიობებმა მოიცვა  ახალი  სამიზნე ჯგუფი, კერძოდ თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტსტატუსის მქონენი.

დონორები და პარტნიორები / DONORS AND PARTNERS 

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116006

The National Domestic Violence Hotline Number 116006

გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112

Unified Emergency

Number 112

1-3