საზოგადეოების გათვითცნობიერება მედიის საშუალებით
ოჯახში ძალადობის საკითხში საზოგადოების გათავითცნობიერებისა და ადეკატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით „სახლი“ სისტემატურად აშუქებს ოჯახში ძალადობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა ჯურნალ-გაზეთებში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, სოციალური მედიისა და სარეკლამო საქმიანობის (სოციალური რეკლამა და ვიდეო კლიპები) მეშვეობით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაიბეჭდა 70-ზე მეტი სტატია ოჯახაში ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების და ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში „სახლი“ რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა აქტიობებს „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის“ ფარგლებში, რომელშიდაც ჩართულნი არიან ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები - „სახლის“ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები და რომლებიც გათვითცნობიერების ამაღლების კომპონენტთან ერტად ერთად მოიცავენ, კულტურულ და საგანამანათლებლო ღონისძიებებს.
2002 და 2005 წლებში „სახლმა“ განახორციელა ფართომასშტაბიანი საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიები, რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და ოჯახში ძალადობის კანონის მიღებისა და შემდგომში მისი იმპლემენტაციისათვის ხელშეწყობა.
დოკუმენტური ფილმები
ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული და ოჯახური ძალადობის პრობლემების სიმწვავის წარმოსაჩენად და მათ მიმართ საზოგადოებაში ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად ორგანიზაციის მიერ მომზადდა 5 მოკლემენტრაჟიანი ვიდეო ფილმი:
1. “ეძიე ქალი”, (ოქსფამის მხარდაჭერით,1998)
2. “სახლი-ქალთა საკონსულტაციო ცენტრი”, (ოქსფამი, 2003)
3. “ოჯახური ძალადობა დანაშაულია”, (ოქსფამი, 2006)
4. “სიცოცხლე საფრთხის გარეშე” (UNHCR, 2007)
5. ”გემღერებოდეს დედაო!” (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2008)
6. „ხმა ამოიღეთ!“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2015).
7. „იცანი მოძალადე “ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისი, 2021)
ტრენინგები და სემინარები
„სახლი“ სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს ოჯახში ძალადობის საკითხზე საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, ახალგაზრდები), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმოამგენლებთან (სამართალ-დამცავები, სოციალური მუშაკები, ექიმები, პედაგოგები და სხვ.).
2007 წლიდან „სახლის“ საქმიანობაში მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გენედრული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხის ფოკუსირება. რეგულარული საინოფრმაციო შეხვედრები და ფსიქოგანათლებაზე ორიენტირებული ტრენინგები ტარდება იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა ოჯახში, მისი ზეგვლენა ბავშვებსა და მოზრდილებზე, ეფექტური კომუნკაცია და კონფლიქტის მოგვარება, სტრესთან გამკლავება და გამკლავების უნარ-ჩვევები, ადეკვატური თვით-შეფასების ხელშეწყობა და სხვა. ტრენინგის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია ასევე „სახლის“ ბაზაზე არსებული სერვისებიც.
2016 წლიდან აღნიშნულმა აქტიობებმა მოიცვა ახალი სამიზნე ჯგუფი, კერძოდ თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტსტატუსის მქონენი.
2020 წლიდან ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ჯგუფური სესიებისა და ტრენინგების ჩატარებას, რომლებშიდაც ჩართულნი იყვნენ/არიან ძალადობის პრობლემის მქონე ქალები და გოგონები, ადგილობრივი მოსახელობის წარმომადგნელები, დევნილები და უკრაინიდან ლტოლვილები (მოზრდილები და ბავშვები).
ჯგუფური შეხვედრები/სესიები ქალთა და გოგონათა მონაწილეობით
ოჯახში ძალადობის პრობლემაში ჯანდაცვის მუშაკების გათვითცნობიერება
კოვიდ-19 პანდემიის ვითარებაში ოჯახში ძალადობის გაზრდილ რისკებზე ჯანდაცვის სისტემის წარმოამდგენელთა ადეკვატური რეაგირების ხელშეწყობისა და გათვითცნობიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგ-სემინარები (მათ შორის ონ-ლაინ რეჟიმში) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხში ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობით.




