top of page

თუ თქვენ ან თქვენი  ახლობელი განიცდის ძალადობას ოჯახში - დაგვიკავშირიდით!

ძალადობას შეიძლება ქონდეს სხვადასხვა  სახე და შეიძლება იყოს ფიზიკური, ვერბალური, ემოციური, სექსუალური ან ფინანსური.

ნუ დააყოვნებთ, ჩვენი მაღალკავლიფიციური და გამოცდილი გუნდი მზად არის თქვნს დასახმარებლად და კონსულტაციის გასაწევად.

 

„სახლს“ ყავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედეგება: იურისტის, ფსიქოლოგების, ფსიქიატრის, ექიმის, პედიატრისა და  სოციალური მუშაკებისაგან. ჩვენი მანდატია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა   წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში

დახმარება, რომელიც მოიცავს:

იურიდიული დახმარება:

  • იურიდიული კონსულტაცია

  • სასამართლო წარმოამდგენლობა

  • ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში დახმარება, რომელიც საჭიროა სახემწიფო სერვისების მისაღებად, მაგ, როგორიცაა თავშესაფარი

სოციალური კონსულტაცია

  • დახმარება ყოველდღიური პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაში - მაგ.  დასაქმება, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა,  სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა

ფსიქოლოგიური დახმარება და რეაბილიტაცია

  • ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, ფსიქოთერაპია მსხვერპლთათვის და მათი შვილებისათვის

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან ჯგუფური მუშაობა და ტრენინგები

სამედიცინო და ფსიქიატრიული კონუსლტაცია

  • სამედიცინო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და პედიატრთან

  • ფსიქიატრის კონუსლტაცია

დროებითი საცხოვრებელი/განთავსება კრიზისულ ცენტრში

  • გადაუდებელი მოკლევადიანი განთავსება თელავისა და ზუგდიდის/ცაიშის კრიზისულ ცენტრებში.

 

დაგვირეკეთ ჩვენს ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს 595 23 21 02, ჩვენი გუნდი მუშაობს თქვენს დასახმარებლად.

bottom of page