მომსახურება

სახლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ოჯახში ძალადობის და ასევე  გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურება. 2000 წლის მარტიდან ჩვენმა ორგანიზაციამ კონსულტაცია გაუწია 9 500-მდე ადამიანს, რომელთაგან 67%-ს გაეწია   ფსიქოლოგიური კონსულტაცია/რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური), 33%-ს იურიდიული დამხარება და 47%-ს სამედიცინო კონსსულტაცია.

ძალადობის ძირითადი ფორმები, რომელსაც განიცდიდნენ ჩვენი ბენეფიციარები:

2007-2016 წლებში „სახლი“ -ის მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევა ხდება შემდეგი ოფისების მეშვეობით: სათაო ოფისი თბილისში; რეგიონალური ოფისი გორში; პარტნიორი ორგანიზაცია ზუგდიდში (ასოციაცია ათინათი); გორი (გორის გენდერული რესურს ცენტრი); პარტნიორი ორგანიზაცია ახმეტაში - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი. „სახლის“  ბაზაზე ფუნქციონირებდა  ორი კრიზისული ცენტრი  თბილისსა  და  ზუგდიდში, რომელიც უწევდა კომპლექსურ მომსახურებას  ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს. აღნიშნული მომსახურება მოიცავდა ასევე მოკლევადიან განთავსებას. გასულ წლებში კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებდა ასევე გორის რეგიონული ოფისის ბაზაზე,    თბილისში კი თავშესაფარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შორის   ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელიც  სთვაზობდა ბენეფიციარებს გრძელვადიან განთავსებასა და სხვა სერვისებს.

თბილისის, გორისა და ზუგდიდის კრიზისული ცენტრების  მიერ 2010-2016 წლებში  ოჯახში ძალადობის, გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს გაეწიათ შემდეგი სახის მომსახურება:

2018 წელს  „სახლის“ ბაზაზე  შეიქმნა და 2019 წლიდან ფუნქციონირებს რეგიონული კრიზისული ცენტრები სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ ზუგდიდსა/ცაიშსა და თელავში.

დონორები და პარტნიორები / DONORS AND PARTNERS 

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116006

The National Domestic Violence Hotline Number 116006

გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112

Unified Emergency

Number 112

1-10