top of page

მომსახურება

სახლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ოჯახში ძალადობის და ასევე  გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურება. 2000 წლის მარტიდან ჩვენმა ორგანიზაციამ კონსულტაცია გაუწია 9 500-მდე ადამიანს, რომელთაგან 67%-ს გაეწია   ფსიქოლოგიური კონსულტაცია/რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური), 33%-ს იურიდიული დამხარება და 47%-ს სამედიცინო კონსსულტაცია.

ძალადობის ძირითადი ფორმები, რომელსაც განიცდიდნენ ჩვენი ბენეფიციარები:

2007-2016 წლებში „სახლი“ - ის მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევა ხდებოდა შემდეგი ოფისების მეშვეობით: სათაო ოფისი თბილისში; რეგიონალური ოფისი გორში;  პარტნიორი ორგანიზაცია ზუგდიდში (ასოციაცია ათინათი); გორი (გორის გენდერული რესურს ცენტრი); პარტნიორი ორგანიზაცია ახმეტაში - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი. „სახლის“  ბაზაზე ფუნქციონირებდა  ორი კრიზისული ცენტრი,  თბილისში და  ზუგდიდში, რომელიც უწევდა კომპლექსურ მომსახურებას  ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს. აღნიშნული მომსახურება მოიცავდა  ასევე მოკლევადიან განთავსებას.  კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებდა ასევე გორში „სახლის“ რეგიონული ოფისის ბაზაზე,    თბილისში კი თავშესაფარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შორის   ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელიც  სთვაზობდა ბენეფიციარებს გრძელვადიან განთავსებასა და სხვა სერვისებს.

Info-2 GEO 2.png
Info-4 GEO NEW.png

თბილისის, გორისა და ზუგდიდის კრიზისული ცენტრების  მიერ 2010-2016 წლებში  ოჯახში ძალადობის, გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს გაეწიათ შემდეგი სახის მომსახურება:

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კრიზისული ცენტრები რეგიონში

ზუგდიდის / ცაიშის კრიზისული ცენტრი

რეაბილიტაციის პროცესი

2016-2022  წლებში   ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“ იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)  პარტნიორი  და    ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის: „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის“ განხორციელებაში.  „სახლის“ კომპონენტი  ითვალისწინებდა  საქართველოს რეგიონებში - ზუგდიდსა და თელავში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა  კრიზისული ცენტრების  დაფუძნებას.

თელავის კრიზისული ცენტრ

რეაბილიტაციის პროცესი

1.png
wix.png

აღნიშნული საქმიანობა დაიწყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებით -კრიზისული ცენტრებისათვის შესაბამისი შენობის/ფართის გამოყოფისათვის.

2017 წელს ორგანიზაციას ზუგდიდისა და თელავის  მუნიციპალიტეტებისაგან დროებით გადმოეცა შენობები კრიზისული ცენტრებისათვის, რომელიც საჭიროებდა რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას. ამ საქმეში ორგანიზაციას ქონდა UN Women მუდმივი მხარდაჭერა და თანადგომა,  რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები „სახლმა“ UN Women-ის რეკომენდაციით  მიიღო პოლონეთის საელჩოსაგან.

„სახლმა“ ჩაატარა ინტენსიური  სამუშაოები შენობების  რეაბილიტაცია/შეკეთებისათვის , რის შემდეგაც  კრიზისული ცენტრი კეთილმოეწყო (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები)  გაიმართვა და  პერსონალით  დაკომპლექტდა.

2019 წლიდან კრიზისულმა ცენტრმა დაიწყო ბენეფიციართა მიღება და მომსახურება.

კრიზისული ცენტრების მომსახურება ითვალისწინებდა: სოციალურ, ფსიქოლოგიური კონსულტაცია/დახმარებას, კრიზისულ ვითარებებში მოკლევადიან განთავსებას (7 დღით),  ინფორმაციის მიწოდებას, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გადამისამართებას იურიდიული კონსულტაცია/დახმარებისათვის, გრძელვადიანი განთავსებისათვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში (ქუთაისში, სიღნაღში); 2019-2021 წლებში კრიზისულმა ცენტრმა მიიღო და მომსახურება გაუწია  ზუგდიდისა და თელავის რეგიონში მცხოვრებ ქალებს, გოგონესსა და ბავშვებს, (მათი რაოდენობა იხ.ცხრილში):

grafi.PNG

ზუგდიდის / ცაიშის კრიზისული ცენტრი

საქმიანობა

თელავის კრიზისული ცენტრი

საქმიანობა

ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი” უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

2022 წელს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო მილიონობით უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და თავი სხვადასხვა ქვეყნებს შეაფარა, მათ შორის საქართველოს. მათი რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზარდა და 17 000 მიაღწია.  დღის წესრიგში დადგა იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქეთა მოზრდილთა და ბავშვთა დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის სერვისებით უზრუნველყოფა.

2022 წელს „სახლმა“ უკრაინიდან ლტოლილ მოსახელობისათვის ხელმისაწვდომი გახადა უფასო ფსიქოლოგიური (ინდივიდუალური და ჯგუფური) და მენტალური ჯანმრთელობის  სერვისები ომსა და იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული ტრავმის შედეგების შემსუბუქებისა და დაძლევის მიზნით. 100-მდე უკრაინის მოქალაქეს  -მოზრდილებსა და ბავშვებს, (42% მოზრდილები, 58% ბავშვები და მოზარდები) გაეწიათ  სხვადასხვა სახი მომსახურება 2022 წლის ივნის-დეკემბერის პერიოდში, კერძოდ:  ფსიქოლოგიური კონსულტაცია, თერაპიული სესიები, ფსიქიატრის კონსულტაცია, ასევე ისინი ჩართული იყვნენ ჯგუფურ სესიებში, უკრაინელი ბავშვებისთვის ეწყობოდა  არტთერაპიულ სესიები და  გასართობი ღონისძიებები.