top of page

ჩვენი კვლევები მიზნად ისახავდნენ ოჯახური ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესწავლას, მათ შორის: საზოგადოებაში დამკვიდრებული დამოკიდებულებების, სტერეოტიპების გამოვლენას, ასევე ძალადობის გავრცელებული ფორმების, მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების,  სოციალ-ეკონომიკური ფაქტორების როლის,   ოჯახურ ძალადობასა და საკუთრების საკითხს შორის მიმართების დადგენას ,ოჯახში ძალადობის კანონის იმპლემენტაციის პროცესის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და ფსიქო-სოციალური პრობლემების შესწავლას. „სახლის“ მიერ ასევე განხორციელდა კვლევები, რომელიც მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა  პრობლემების შესწავლას, რომელმაც გამოავლინა მათი დამოკიდებულებები ოჯახში ძალადობის,  გენდერული და სექსუალური  ძალადობის პრობლემების მიმართ.  

 

„სახლს“ ოჯახური ძალადობის პრობლემასა  და  მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ჩატარებული  აქვს შემდეგი კვლევები და გამოკითხვები:

  • ძალადობა ოჯახში – გენდერული დამოკიდებულებების კვლევა (2002 წ)

  • ოჯახური კონფლიქტების გენდერული ასპექტები (2003 წ,)

  • კონფლიქტურ ვითარებებში ცოლ-ქმრული ურთიერთობების თავისებურებები (2004 წ.).

  • “ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის  სამოქმედო გეგმის 2000-2005წწ” განხორციელების მონიტორინგი. (2004წ.)

  • ოჯახური ძალადობა-პიროვნული პროფილები (2005წ.)

  • ოჯახური ძალადობა –საფრთხე ჯანმრთელობისათვის (2006წ.)

  • საკუთრების საკითხის გენდეული პრობლემები (2006წ.)

  • შშმთ-თა სოციალური ასპექტების კვლევა (2007წ.)

  • სამართალდამცავთა მონიტორინგი ოჯახური ძალადობის კანონის იმპლემენტაციისას (2007)

  • დევნილები და ძალადობის პრობლემა (2009წ.)

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური პრობლემები (2011წ.)

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი დაცვის პრობლემები (2014-2015)

  • ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონენი-გამოკითხვის შედეგები (2015)

  • მხარადჭერის (სოციალური და ინსტიტუციონალური) როლი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაში (2016)

  • სექსუალური და გენდერული ძალადობის პრობლემის კვლევა  ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა  და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა შორის (2017 წ )

  • სქესის მიმართ ძალადობის კვლევა საქართველოში (2019წ.)

  • კოვიდ-19 -ის გავლენის შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე“(ჯანდაცვის სექტორის, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) (2021 წ.)

  • კოვიდ -19 პანდემიის ზეგავლენის ზოგიერთი ასპექტები (2023 წ.)

კვლევების ზოგიერთი მონაცემი:

„ რამდენად ჩვეულებრივი მოვლენაა საქრთველოში  ძალადობა ოჯახში?

(კვლევიდან: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური პრობლემები, 2011)

                                                                  სახლის“ ბოლო წლების კვლევები

   

    სქესის მიმართ ძალადობის კვლევა ახალგაზრდებში

2019 წელს   პროექტის “Love  & Respect – ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის პრევენცია “ ფარგლებში „სახლმა“ ჩატარდა  რაოდენობრივი კვლევა, რომელიც

მიეძღვნა  საქართველოში  მოზარდების ინტიმურ ურთიერთდამოკიდებულაბაში ძალადობის გამოცდილების შესწავლას.

 

შედეგებმა მიხედვით,  საქართველოში იმ ახალგაზრდების  72%, რომელიც იყო რომანტიკულ ურთიერთობებში, აღნიშნავს, რომ მათ გამოსცადეს ძალადობა პარტნიორის მხრიდან, უმრავლესობა (61%) იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი -პარტნიორები მათ მუდმივად აკონტროლებენ, უშლიან მეგობრებისა და ახლობლების ნახვას, ეჭვიანობენ და სხვა. რესპონდენტთა 15%-მა  აღნიშნა, რომ ყოფილა  ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, 11% - კი სექსუალური ძალადობის. გამოკითხულთა 19% განუცდია პარტნიორისაგან ძალადობა ხანგრძლივის პერიოდის განმავლობაში.

 

  კოვიდ-19 -ის გავლენის შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე

2021 წელს „სახლმა“ ჩაატარა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა „კოვიდ-19 -ის გავლენის შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე“(ჯანდაცვის სექტორის, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები), პროექტის „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე  რეაგირებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების კუთხით ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, კერძოდ 2020 წლიდან 2021 მაისამდე შექმნილი გამოწვევები, არსებული ვითარება. ასევე ჩაატარა გამოკითხვა პანდემიის ვითარებაში და მის შემდგომ  ჯანდაცვის მუშაკების   მდგომარეობის შეფასების მიზნით, კერძოდ პროფესიული გადაწვის  პრობლემის დასადგენად . შედეგებმა აჩვენა  პროფესიული გადაწვის ტენდენციების არსებობა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს შორის. სამედიცინო პერსონალი ცდილობს არ აჩვენოს თავისი შინაგანი მდგომარეობა თუმცა მიუხედავად მათი კონტროლისა, ვლინდება გადაღლილობისა და დაძაბულობის ტენდენციებში.

  კოვიდ -19 პანდემიის ზეგავლენის ზოგიერთი ასპექტები

2022 წელს გაეროს სატრასტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ქალთა და გოგონათა დაცვა და დახმარება კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის დროს  ფარგლებში, „სახლმა“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდაკვლევის  პანდემიის ზემოქმედების შეფასება თბილისის რეგიონში მცხოვრებ ქალებზე/გოგონებზე, მის მიერ გამოწვეული პრობლემები (ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სხვ.), პასუხისმგებელი მხარეების მხარდაჭერის შეფასება და დამოკიდებულება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების მიმართ პანდემიის კონტექსტში; ქალების/გოგონების წინაშე არსებული პრობლემების/სირთულეების და საჭიროებების იდენტიფიცირება, ინფორმაციის მოპოვება პანდემიის ფსიქოლოგიური ზეგავლენის შესახებ. ჩატარდა  რაოდენობრივი კველავას სპეციალურად შემუშავებული კითხვარით, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

დამოკიდებულება პანდემიის მიმართ, პანდემიით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები, სერვისებზე წვდომა; სახელმწიფო მხარდაჭერა: ახალი შესაძლებლობები,

კვლევის შედეგები ადასტურებს პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესებას, ეკონომიკურ სირთულეებს და ქალთა/გოგონებისთვის პირველადი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას. მაკრო დონის ცვლილებები, როგორიცაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფართო, ინტერპროფესიული მხარდაჭერის ქსელის შექმნა, ასევე დაეხმარება გრძელვადიან ცვლილებების მოტანას.

წარმოდგენილი კვლევა აჩვენებს, რომ ქალების უმრავლესობა (93%) თავს არიდებს საუბარს პირადად განცდილი ძალადობის ფაქტებზე და თუნდაც მათი ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ მეზობლების გამოცდილებაზე.

პარადოქსულია, რომ მსოფლიოში ძალადობის გახშირების ფონზე, რესპონდენტთა უმრავლესობა (45%) უარყოფს პანდემიის დროს ოჯახური კონფლიქტებისა და დაძაბულობის შემთხვევების ზრდას, ამასთან, 40% თავს არიდებს დადებით ან უარყოფით პასუხს.

კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს თბილისის რეგიონში მცხოვრები ქალების/გოგონების მდგომარეობას კორონავირუსული პანდემიის ფონზე (მათ გამოწვევებს, საჭიროებებს) და ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, გვაძლევს საფუძველს უახლოეს მომავალში ადექვატური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.

კვლევის ზოგიერთი მონაცემი:

  •  ყველაზე მწვავე საკითხი პადემიის დროს:

 

 

სქემა.png
  • ოჯახში ძალადობა და პანდემია:

კვლ..png
  •  პანდემიის დროს ძალადობის პირადი გამოცდილება:

კვ 2.png
bottom of page