პროექტების სია

გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში

განმახორციელებელი: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)

პროექტის დონორი: შვედეთის მთავრობა

წელი: 2016-2020

პროექტის  მიზანი: სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების გახსნა  საქართველოს 2 რეგიონში (სამეგრელო კახეთი).

“Love  & Respect – ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის პრევენცია"

პროექტის დონორი: ევროკავშირის პროგრამა Erasmus+

წელი: 2017-2019 

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში ევროპული  პარტნიორობის ჩამოყალიბება   პარტნიორული ძალადობის პრევენციის მიზნით.


სექსუალური და  გენდერული ძალადობის პრევენცია და დაძლევა ლტოლვილთა თემში

პროექტის დონორი: UNHCR

წელი: 2017 - 2018

პროექტის  მიზანი: ლტოლვილთა თემში  სექსუალური და გენდერული ძალადობის რისკის შემცირება, ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესება.


სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციისა და დაძლევის ხელშეწყობა დევნილთა და ლტოლვილთა თემებში

დონორი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (UNHCR)

წელი: 2016

პროექტის მიზანი: გენდერული (მათ შორის ოჯახური)  და სექსუალური ძალადობის რისკების შემცირება და მასზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესება ადგილნაცვალ (დევნილები და ლტოლვილები) პირებს შორის.

გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” 

დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

წელი: 2012-2015

პროექტის მიზანი: ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა “სახლი” განახორციელა აღნიშნული  პროგრამის ის კომპონენტი, რომელიც შეეხებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მოდელის შემუშავებას, დანერგვას, კრიზისული ცენტრის მომსახურეობით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ უზრუნველყოფას.

ოჯახში ძალადობის პრევვენციისა და დაძლევისათვის საქართველოში - SHieLD

დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

წელი: 2010-2012

პროექტის ხორციელება საქართველოს მთავრობასა და ოჯახში ძალადობის სფეროში მოღვაწე  სამი არასამთავრობო ორგანიზაციების  თანამშრომლობით.

პროექტის მიზანი: ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი” განახორციელა პროექტის ის კომპონენტი, რომელიც მოიცავდა  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას,  ტრენინ-სემინარების ჩატარებას  თბილისის, გორისა და ბათუმის სახელმწიფო თავშესაფრებისა და ცხელი ხაზის  თანამშრომელთათვის.

 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობა

დონორი: ქალთა გლობალური ფონდი

წელი: 2010

პროექტის მიზნები:

  •  ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობა;

  •  სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა გათვითცნობიერება ოჯახური ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმენში და მათი გამოყენების თავისებურებაში

  •  მონიტორინგის ჩატარება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში არსებული მსხვერპლთა დაცვის (სამართლებრივი და არასამართლებრივი) რესურსების გამოსავლენად მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.  

 

გენდერული და სექსუალური ძალადობის პრევენცია და დაძლევა  საქართველოში 

დონორი: გაერთიანებული ერების ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR)

 წელი: 2010-2015

პროექტის მიზნები:

  • თბილისში, გორსა და ზუგდიდში კრიზისული ცენტრების დაარსება და განვითარება;

  • გენდერული და სექსუალური  ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია კრიზისულ ცენტრებში არსებული სერვისების მეშვეობით;

  • გენდერული და სექსუალური  ძალადობის მსხვერპლთა პოსტ-რეაბილიტაციური სერვისებით უზრუნველყოფა;

  • გენდერული და სექსუალური  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;

  • გენდერული, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

  • ქსელური მუშაობა ძალადობის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის.


დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა  

დონორი: იტალიის განვითარებისა და თანამშრომლობის  სააგენტო- იტალიის საელჩო 

წელი:  2009

პროექტის მიზანი:

დევნილი მოსახლეობის განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების (მრავალშვილიანი ქალები, მარჩენალის გარეშე დარჩენილები, მრავალშვილიანი ქალები, მარჩენალის გარეშე დარჩენილები, მარტოხელა/ქვრივი დედები, მოზარდები, ძალადობის- მათ შორის ოჯახური ძალადობის  მსხვერპლები) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად  ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი  ამოცანები:

  • სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა გათვითცნობიერება მათ უფლებებში და  მათთვის არსებულ დახმარებებში და რომელიც არსებობს  სამთავრობო და არსამთავრობო სექტორში;  

  • დევნილი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ფსიქოლოგიური დახმარება – ინდივიდუალური კონსულტაცია/რეაბილიტაცია; 

  • სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელტა  ახალი ცოდნითა და უნარ- ჩვევებით აღჭურვა-  ხელსაქმის სწავლება - შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა, როგორიცაა ქსოვა, თექა, გობელენი და სხვა, ეფექტური რეაბილიტაციის მიზნით.


ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია/ადვოკატირება 

დონორი: ოქსფამი 

წელი: 2008 - 2009

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება მათი მომსახურეობით უზრუნველყოფა (ფსიქოლოგიური, სამედიცინო კონსულტაცია);

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საკითხის შესწავლა;

  • ოჯახური ძალადობისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი .აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა (ტრენინგები, მედიასთან თანამშრომლობა,სხვ).


გენდერული და სექსუალური ძალადობის პრევენცია საქართველოში 

დონორი: გაერთიანებული ერების ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR)

წელი: 2007 - 2009

პროექტის მიზნები:

  • დევნილთა შორის გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია: ინდივიდუალური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ჯგუფური თერაპია, ცხელი ხაზის მომსახურეობით უზრუნველყოფა;

  • გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის შექმნა და სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა თავშესაფრის მომსახურეობით უზრუნველყოფა;

  • საზოგადოების გათვითცნობიერება პრობლემაში, ტრენინგები და  შეხვედრები სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან, საკითხის გაშუქება მედიაში. 


საქართველოში გენდერული და სექსუალური ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის ხელშეწყობა – საქმიანობების გაფართოება თბილისსა და გორში 

დონორი: გლუკის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს ერთობლივი პროექტი “გაეროს ინიციატივა საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად” (მონაწილე ორგანიზაციები: UNDP, UNICEF, UNIFEM, UNFPA, UN RC Office)

წელი: 2008

პროექტის მიზნები:

  • ქალთა სარებილიტაციო კლუბების შექმნა თბილისსა და გორში, სადაც  გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს გაეწიათ:

  • ფსიქოლოგიური დახმარება- ინდივიდუალური კონსულტაცია/რეაბილიტაცია და ჯგუფური მუშაობა;

  • სამედიცინო კონსულტაცია;

  • იურიდიული კონსულტაცია.

დოკუმენტური ფილმი “’გემღერებოდეს დედაო!” 

დონორი: ამიერკავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგანეტო, საქართველოს კინოცენტრი 

წელი: 2008

პროექტის მიზანი: საქართველოს სხვადასხვა კუთხეების  ქალთა მდგომარეობისა და პრობლემბის  ამსახველი დოკუმენტური ფილმის შექმნა.

 

ოჯახური ძალადობის კანონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა 

დონორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში

წელი: 2008

პროექტის მიზანი:  მოზარდებისა   და პედაგოგების გათვითცნობიერება  ოჯახური ძალადობის პრობლემასა და კანონში-  კახეთის რეგიონი (გურჯაანი, თელავი, ყვარელი, საგარეჯო).

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა  სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ამოქმედებისათვის ხელშეწყობა 

დონორი: ოქსფამი 

წელი: 2007-2008

პროექტის მიზნები:

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებით უზრუნველყობა – ფსიქოლოგიური კონსულტაცია-რაებილიტაცია, იურიდიული კონსულტაცია;

  • ოჯახური ძალადობის კანონის  იმპლემენტაციის მონიტორინგი;

  • ოჯახური ძალადობის პრობლემისადმი ადექვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების  ხელშეწყობა.

 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია/ადვოკატირება 

დონორი: ოქსფამი

წელი: 2006-2007

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (ინდივიდულაური და ჯგუფური ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, იურიდიული კოსულტაცია );

  • სამართადამცავებთან თანამშრომლობა-  მათი გათვითცნობიერება ოჯახური ძალადობის პროებლემაში; 

  • ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის დანერგვისათვის ხელშეწყობა;

  • ოჯახური ძალადობისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.

 

ოჯახური ძალადობის კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობა 

დონორი: მამაქეში 

წელი: 2006-2007

პროექტის მიზნები:

  • სამართადამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გათვითცნობიერება ოჯახური ძალადობის პრობლემაზე და მასზე ადეკვატური რეაგირების თავისებურებაში;

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და ფართო  საზოგადოების გათვითცნობიერება  კანონით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და მათი გამოყენების თავისებურებებში; 

  • მსხვერპლთა დაცვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად;

  • კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგი.


ოჯახური ძალადობის პრობლემაში შეზღუდული    შესაძლებლობების მქონე პირთა გათვითცნობიერება 

დონორი: ოქსფამი

წელი: 2006

პროექტის მიზნები: 

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გათვითცნობიერება გენდერული და ოჯახური ძალადობის საკითხში, კანონში;

  • ოჯახური ძალადობის პრობლემისა და კანონის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოკიდებულების განსაზღვრა; 

  • გენდერულ ძალადობაზე, კერძოდ ოჯახურ ძალადობაზე  ფილმის შექმნა.


კანონი  პრივატიზაციის შესახებ როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ესკალაციის ერთ-ერთი ფაქტორი 

დონორი: ქალთა გლობალური ფონდი 

წელი: 2006

პროექტის მიზანი:  საკუთრების, საკუთრების უფლების დაცვისა და რეალიზაციის საკითხსა და   ქალთა მიმართ ძალადობას შორის კავშირის დადგენა/გამოვლენა.

ჯანდაცვის მუშაკთა გათვითცნობიერება ოჯახური ძალადობის საკითხში 

დონორი: ოქსფამი 

წელი: 2005-2006

პროექტის მიზნები: 

  • ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჯანდაცვის მუშაკთა რეაგირების გაუმჯობესება;

  • ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი ოჯახური ძალადობის საკითხსა და ექიმის როლზე;

  •  ჯანდაცვის მუშაკთა მიერ ოჯახური ძალადობის შემთხვევების რეგისტრაცია/დოკუმენტირების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;

  • შემუშავებული მექანიზმების ლობირება ჯანდაცვის სამინისტროში.


ოჯახური ძალადობა-საზოგადოებრივი აზრის  ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა 

დონორი: ოქსფამი 

წელი: 2005-2006

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური) და იურიდიული კონსულტაცია;

  • ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა;

  • თანამშრომლობა ძალოვან სტრქტურებთან მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით, 

  • ოჯახური ძალადობის კანონპროექტის ლობირება; 

  • ოჯახური ძალადობის მიმართ ადექვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.


ოჯახური ძალადობა – დანაშაულია 

დონორი:  აშშ საელჩო

წელი: 2004

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებაში ცვლილების შეტანა, მისი აღიარება როგორც სოციალური პრობლემისა და დანაშაულისა;

  • საზოგადოებასა და მთავრობაში ოჯახური ძალადობის კანონის მიღებისა და განხორციელებისათვის ნიადაგის მომზადება. 


ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის  ხელშეწყობა 

დონორი: ოქსფამი

წელი: 2004-2005

პროექტის მიზნები: 

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური) და იურიდიული კონსულტაცია;

  • თანამშრომლობა ძალოვან სტრქტურებთან მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით;

  • ოჯახური ძალადობის სფეროში სააკნონმდებლო რეფორმებისათვის ხელშეწყობა- საკანონმდებლო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

  • ძალადობისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

  • ოჯახური ძალადობის შესამცირებლად პრევენციული მეთოდების შემუშავება და დანერგვა.

 

ოჯახური ძალადობა _ საზოგადოება და  სახელმწიფო 

დონორი: მამაქეში

წელი: 2004

პროექტის მიზნები: 

  • ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის (2000-2005) მონიტორინგი;

  • სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება  სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებზე;

  • საზოგადოების გათვითცნობიერება პრობლემაში და ადეკვატური აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.

 

ოჯახური ძალადობა -  საზოგადოებრივი აზრის   ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა 

დონორი: ოქსფამი

წელი: 2003-2004

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური) და იურიდიული კონსულტაცია;

  • ოჯახური ძალადობის საკანონმდებლო რეგულირების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება  მეუღლეთა თანასაკუთრების,  ალიმენტის, მემკვიდრეობის, ფიზიკური ძალადობის, საპროცესო კანონმდებლობის სფეროში და მათი ლობირება;

  • ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ ადექვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა  პუბლიკაციების, რეკლამის, ფილმის, კვლევის საშუალებით;

  • ქალაქის ორი რაიონის  პოლიციის  განყოფილებაში მონიტორინგის ჩატარება ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მათი რეაგირების თავისებურებების გამოვლენის მიზნით;

  • მონიტორინგის შედეგებზე დაფუძნებით ტრეინინგის მომზადება და ჩატარება პოლიციის განყოფილებებში;

  • პოლიციის აკადემიაში ლექციის ჩატარება ოჯახური ძალადობის დაძლევის საქმეში პოლიციის როლის შესახებ.  


ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო კლუბი 

დონორი: CORDAID

წელი: 2004

პროექტის მიზნები: 

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარებილიტაციო კლუბის ჩამოყალიბება;

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია

 

ოჯახური ძალადობა 

დონორი:ოქსფამი

წელი: 2002-2003

პროექტის მიზნები:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვა, მათი მომსახურეობით უზრუნველყოფა _ ფსიქო-სოციალური, იურიდიული და სხვ. კონსულტაციები;

  • ოჯახური ძალადობის საკითხის ლობირება კანონის შემუშავებასა და აღსრულებაში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად არსებული დოკუმენტების საფუძველზე (CEDAW);

  • ოჯახური ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამთავრობო სტრუქტურებში  საკანონმდებლო რეფორმის საკითხის ლობირება;

  • ოჯახური ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების, ძალადობის გავრცელებული ფორმების და სხვ. საკითხის კვლევა;

  • ოჯახური ძალადობის სფეროში ქსელური მუშაობის გაშლა; 

  • ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარება.

 

საზოგადოების გათვითცნობიერება  ოჯახური ძალადობის საკითხში და პრობლემის კვლევა 

დონორი: ოქსფამი

წელი: 2001-2002

პროექტის მიზნები:

  • მოწყვლადი (ძალადობის მსხვერპლთა) ჯგუფის ინტერესების დაცვა, მათი მომსახურეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ფსიქო-სოციალური, იურიდიული კონსულტაცია;

  • ოჯახური ძალადობის საკითხის ლობირება კანონის შემუშავებასა და აღსრულებაში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად არსებული დოკუმენტების საფუძველზე (CEDAW);

  • მსგავს პრობლემებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება,ერთობლივი ღონისძიებების, საქმიანობების დაგეგმვა  და განხორციელება;

  • საკონსულტაციო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, კვლევა და ინფორმაციის გავრცელება;

  • ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარება.


პოლიციისა და არასრულწლოვანთა კომისიებში მომუშავე განათლების მუშაკთა გათვითცნობიერება ოჯახური ძალადობის საკითხში

დონორი: ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”

წელი: 2002 

პროექტის მიზანი:

  • პოლიციისა და არასწრულწლოვანთა კომისიებში მომუშავე განათ;ლების მუშაკთა  ოჯახური ძალადობის პრობლემაში გათვითცნობიერება, საკთხისადმი მგრძნობელობის ამაღლება;

  • ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავთა ადკვატური რეაგირების უზრუნველყოფა. 


ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი”

დონორი: ოქსფამი

წელი: 2000 - 2001

პროექტის მიზნები:

  • საკონსულტაციო ცენტრის საქმინობის გაგრძელება;

  • იურიდიული მოსახურეობის/კონსულტაციის უზრუნველყოფა;

  • ცენტრის საქმინობის რეკლამირება;

  • ძალადობისაგან დაცვის ქსელის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

  • ოჯახური ძალადობის პრობლემისა და მსხვერპლთა დაცვის საკითხის  აქტუალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

 

საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანია

დონორი: პროექტი “ჰარმონია”, აშშ  

წელი: 2001 

პროექტის მიზანი: ოჯახური ძალადობის პრობლემაზე  საჯარო მსჯელობის გამართვა რადიო, ტელევიზიის, ბეჭდვითი მედიის საშუალებით.


ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი”

დონორი: ოქსფამი

წელი: 2000

პროექტის მიზნები:

  • საკონსულტაციო ცენტრის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიული დაფუძნება;

  • ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

  • იურიდიული მომსახურეობა;

  • მასმდიასითან თანამშრომლობა; 

  • საზოგადოების გათვითცნობიერების საქმიანობა;

  • ორგანიზაციის ადამიანური რესურსების განვითარება.

 

ქალთა გათვითცნობიერება საკუთარ უფლებებში 

დონორი: ოქსფამი

წელი: 1998-1999

სოციალურად დაუცველ ფენათა (ლტოლვილები, უპოვარნი) საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დადგება 

დონორი: ოქსფამი

წელი: 1997-1998