top of page

„სახლის“ მუშაობამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან გამოავლინა  ოჯახში ძალადობის სფეროში  საკანონმდებლო ხარვეზების არსებობა  და ნათელი გახადა   საკანონმდებლო რეფორმების საჭიროება.

„სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული ვითარების შესწავლა და შედეგების საფუძველზე საკანონმდებლო რეგორმებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ცენტრის საქმიანობამ, შემდეგმა აქტიობებმა  ხელი შეუწყო უკანასკნელ წლებში საკანონმდებლო  რეფორმების განხორციელებას: 

 

  • საქართველოში ქალთა სტატუსის იურიდიული და ფაქტობრივი შეფასება  CEDAW-ს მიხედვით (ამერიკელ იურისტთა ასოციაცია, 2003წ.);

  • ოჯახში ძალადობის  საკითხზე  საკანონმდებლო წინადადებებსა და რეკომენდაციებზე მუშაობა. ოჯახში ძალადობის კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა  (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ამერიკელ იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და სხვ. 2003-2005წწ.);

  • საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით (სახალხო დამცველის აპარატი, 2003);

  •  მონაწილეობა  სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ კონსულტაციებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებთან დაკაშირებით ( 2007);

  • “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  2000-2005წწ სახელმწიფო სამოქმედო გეგმის” შესრულების მონიტორინგი;

  • ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებათა   სახელმწიფო  სამოქმედო გეგმების შემუშავება ში მონაწილეობა;

  • 2007 წელს  “სახლისა” და სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით შეიქმნა მონიტორინგის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფდა ინფორმაციის შეგროვებას ოჯახური ძალადობის კანონისა და მისი იმპლემენტაციის პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ; „სახლი“ასრულებდა მედიატორის როლს მოსახლეობასა და სამართალდამცავთა შორის და მუშაობდა კანონის შემდეგომ  სრულყოფაზე;

  • მონაწილეობა  საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავდა  სისხლის სამართლის კოდექსში ცველებების შეტანას და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციას სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით  (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, ოჯახში ძალადობის  აღკვეთის ღონისძიებათა  განმახორციელებელი საუწყებათშორისო საბჭო, 2012);

  • მონაწილობა ევროკავშირის კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიკაციასთან დაკავშირებით   საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში ( 2013);

  • რეკომენდაცების შემუშავება  ქალთა მიმართ ძალადობის ევროკავშირის კონვენციასთან არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის (2014-2015);

  • მონაწილეობა  ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმისათვის (2016-2018) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში. , რომელიც მოიცავდა ძირითადი ამოცანების, საქმიანობების, ინდიკატორებისა და გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელი   უწყებების განსაზღვრას ( 2015).

  • მონაწილეობა  ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმისათვის (2016-2018) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში. , რომელიც მოიცავდა ძირითადი ამოცანების, საქმიანობების, ინდიკატორებისა და გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელი   უწყებების განსაზღვრას ( 2015).

bottom of page