top of page

საზოგადეოების გათვითცნობიერება  მედიის საშუალებით

ოჯახში ძალადობის საკითხში  საზოგადოების გათავითცნობიერებისა და ადეკატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით  „სახლი“  სისტემატურად აშუქებს ოჯახში ძალადობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს   სხვადასხვა ჯურნალ-გაზეთებში,  სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, სოციალური მედიისა და სარეკლამო საქმიანობის (სოციალური რეკლამა და ვიდეო  კლიპები) მეშვეობით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაიბეჭდა 70-ზე მეტი სტატია ოჯახაში ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების და ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში  „სახლი“  რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა აქტიობებს  „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის“  ფარგლებში, რომელშიდაც ჩართულნი არიან  ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები - „სახლის“ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები და რომლებიც  გათვითცნობიერების ამაღლების კომპონენტთან ერტად  ერთად მოიცავენ, კულტურულ და საგანამანათლებლო ღონისძიებებს.

 

2002 და 2005 წლებში „სახლმა“ განახორციელა ფართომასშტაბიანი საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიები, რომლის მიზანი იყო  ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა   და ოჯახში ძალადობის კანონის მიღებისა და შემდგომში მისი იმპლემენტაციისათვის ხელშეწყობა.

 

დოკუმენტური ფილმები

ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული და ოჯახური ძალადობის პრობლემების სიმწვავის წარმოსაჩენად და მათ მიმართ საზოგადოებაში ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად  ორგანიზაციის მიერ   მომზადდა  5  მოკლემენტრაჟიანი ვიდეო ფილმი:

1. “ეძიე ქალი”, (ოქსფამის მხარდაჭერით,1998)

2. “სახლი-ქალთა საკონსულტაციო ცენტრი”, (ოქსფამი, 2003)

3. “ოჯახური ძალადობა დანაშაულია”, (ოქსფამი, 2006)

4. “სიცოცხლე საფრთხის გარეშე” (UNHCR, 2007)

5. ”გემღერებოდეს დედაო!” (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2008)

6. „ხმა ამოიღეთ!“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2015).

7. „იცანი მოძალადე “  (გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისი, 2021) 

ტრენინგები და სემინარები

 „სახლი“ სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს ოჯახში ძალადობის  საკითხზე  საზოგადოებისა და  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, ახალგაზრდები), შესაბამისი სამინისტროებისა და  უწყებების წარმოამგენლებთან (სამართალ-დამცავები, სოციალური მუშაკები, ექიმები, პედაგოგები და სხვ.).

 

2007 წლიდან „სახლის“ საქმიანობაში მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გენედრული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხის ფოკუსირება. რეგულარული საინოფრმაციო შეხვედრები და  ფსიქოგანათლებაზე ორიენტირებული ტრენინგები ტარდება იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:   ძალადობა ოჯახში, მისი ზეგვლენა ბავშვებსა და მოზრდილებზე, ეფექტური კომუნკაცია და კონფლიქტის მოგვარება,  სტრესთან გამკლავება და გამკლავების უნარ-ჩვევები, ადეკვატური თვით-შეფასების ხელშეწყობა და სხვა. ტრენინგის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია ასევე „სახლის“ ბაზაზე არსებული სერვისებიც.

2016 წლიდან  აღნიშნულმა აქტიობებმა მოიცვა  ახალი  სამიზნე ჯგუფი, კერძოდ თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტსტატუსის მქონენი.

2020 წლიდან  ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ჯგუფური სესიებისა და ტრენინგების  ჩატარებას,  რომლებშიდაც ჩართულნი იყვნენ/არიან  ძალადობის პრობლემის მქონე ქალები და  გოგონები, ადგილობრივი მოსახელობის წარმომადგნელები, დევნილები და უკრაინიდან ლტოლვილები (მოზრდილები და ბავშვები).

   ჯგუფური შეხვედრები/სესიები   ქალთა და გოგონათა მონაწილეობით

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯახში ძალადობის პრობლემაში ჯანდაცვის მუშაკების  გათვითცნობიერება

კოვიდ-19 პანდემიის ვითარებაში ოჯახში ძალადობის გაზრდილ  რისკებზე  ჯანდაცვის სისტემის წარმოამდგენელთა ადეკვატური რეაგირების ხელშეწყობისა და გათვითცნობიერების  მიზნით ჩატარდა  ტრენინგ-სემინარები (მათ შორის ონ-ლაინ რეჟიმში)  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხში   ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობით.

ჯანდც.2.jpg
206196721_520929359022802_96995697510034305_n.jpg
ლელა.png
ლელა 2.png
გოგონები.png
ნინა.png
ჯანდაც.მუშ..png

საინფორმაციო ვიდეო-რგოლები/ პოდკასტები

2023 წელს პროექტის „ქალთა და გოგონათა დაცვა და დახმარება კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის დროს“ ფარგლებში   ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და მასთან დაკავშირებულ სკითხებზე მომზადდა და ინტერნეტში განთავსდა  საინფორმაციო ვიდეო რგოლები (ე.წ. პოდკასტები), სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები - ფსიქოლოგები, გენდერის  სპეციალისტები, ჟურნალისტი, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის, სერვისების წარმომადგენლები  საუბრობენ ოჯახში ძალადობასა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, აწვდიან ინფორმაციას მათ შესახებ   მსმენელებს, დაინტერესებულ პირებსა და  საზოგადოებას.

qeTi 2.png
პოდკ.png
Tamriko.png

გენდერული ძალადობის საკითხში საზოგადოების გათვითცნობიერების აქტიობები

ეკა 1.jpg
ეკა 2.jpg
საზ.გათ.jpg
საზ.2.jpg
bottom of page