ჩვენი ორგანიზაცია

ორგანიზაციის შესახებ

ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“(კავშირი)  წარმოადგენს არასამთავრობო, არამომგებიან, ნებაყოფლობით საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც  შეიქმნა 1997 წელს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ოქსფამის მხარდაჭერით. 2000 წელს  იგი დაფუძნდა როგორც დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაცია.

“სახლი” მუშაობს ოჯახში ძალადობის  პრობლემაზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სფეროში . იგი იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული პრობლემა თავისი საქმიანობის პრიორიტედად აქცია და ამ მიმართულებით დღემდე უწყვეტად  საქმიანობს.

 

ორგანიზაციის მისია 

​ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის დაძლევისათვის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.

 

ორგანიზაციის მიზნები

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება- მათი მომსახურებით უზრუნველყოფა

  • საზოგადოების გათვითცნობიერება და  ოჯახში  ძალადობის პრობლემისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება

  • ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით შესატყვისი საკანონმდებლო რეფორმებისათვის  ხელშეწყობა

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამცავი ქსელის ჩამოყალიბება

  • ოჯახში ძალადობის კრიზისული ცენტრების ჩამოყალიბება რეგიონებში

 

საქმიანობა

„სახლმა“ საფუძველი ჩაუყარა ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევისადმი  მრავალასპექტიან მიდგომას, რომელიც ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:

1.ოჯახში ძალადობის მსხევრპლთა მომსახურება, რომელიც მოიცავს

  • ფსიქოლოგიურ (ინდივიდუალურსა და ჯგუფურს), იურიდიულ,  

    სამედიცინო, ფსიქიატრიულ,სოციალურ კონსუტაციასა და დახმარებას    

  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას

  • კრიზისული ცენტრებს

2.   ოჯახში  ძალადობის პრევენცია და დაძლევა, რომელიც მოიცავს   შემდეგ აქტიობებს:

  • საკანონმდებლო რეფორმებისათვის ხელშეწყობა

  • კრიზისული ცენტრების შექმნა რეგიონში - პირველად ზუგდიდსა/ცაისშა და თელავში  „სახლის“ მიერ შეიქმნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრები. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად „სახლს“ გადაეცა ამორტიზებული შენობები კრიზისული ცენტრებისათვის, რომლისაგანაც ორგანიზაციამ შექმნა თანამედროვედ აღჭურვილი,  გატრენინგებული  პერსონალით დაკომპლექტებული კრიზისული ცენტრები, რითაც ხელი შეუწყო რეგიონში ახალი და მნიშვნელოვანი ინიციტივის დანერგვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების  სფეროში.

  • ოჯახური ძალადობის საკითხისადმი ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც ხორციელდება ისეთი საქმიანობების მეშვეობით,როგორიცაა: საკითხის გაშუქება  ჟურნელ-გაზეთებში, სატელევიზიო-რადიო გადაცემებში; ვიდეო-კლიპების, სოციალური რეკლამების მეშვეობით, ქალთა მიმართ ძალადობის,ოჯახში ძალადობის პრობლემის  შესახებ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ფილმების შექმნა, ოჯახში  ძალადობის საკითხზე ტრენინგ-სემინარების ჩატარება

  • ოჯახში ძალადობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა

  • ქსელური მუშაობა   სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის  სფეროში

ორგანიზაციის თანამშრომლები

დონორები და პარტნიორები / DONORS AND PARTNERS 

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116006

The National Domestic Violence Hotline Number 116006

გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112

Unified Emergency

Number 112