top of page

„სახლის“  საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ქსელური მუშაობა. ჩვენი ორგანიზაცია  აქტიურად არის ჩართული ადგილობრივსა და საერთაშორისო აქტიობებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში, რომელიც ორგანიზაებულია  სხვადასხვა  ორგანიზაციების/უწყებების, მათ შორის  ჩვენი დონორი ორგანიზაციების მიერ , როგორიცაა UNHCR, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women ) და  ოქსფამი (Oxfam). „სახლი“ თანამშრომლობს  ყველა დაინტერესებულ მხარეებთან ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობის სფეროში, როგორც სამთავრობო , ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  „სახლი“ აქტიურად თანამშრომლობს  შემდეგ ინსტიტუტებთან: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, სახალხო დამცველის აპარატი, განათლების სამინისტრო, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და პრობაციის ეროვნული სააგენტო..   ასევე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, რელიგიურ და სხვა ინსტიტუტებთან. 

„სახლის“ ხელმძღვანელი არის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი. საბჭო აერთიანებს  სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს საქართველოში ოჯახში  ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დაცვის სფეროში ქმედითი პოლიტიკის გატარებას.

 

2012 წლიდან “სახლი ” არის ძალადობის წინააღმდეგ ევროპის ქალთა ქსელის (WAVE network) წევრი. სხვადასხვა წლებში (2013, 2017)ორგანიზაცია იყო ქვეყნის წარმომადგენელი და რეგულარულად წარადგენდა ანგარიშებს  ქვეყანაში გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სტატისტიკა, სერვისები), მონაწილეობდა ქსელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში და ღონისძიებებში (Step Up-კამპანია).

 

წარსულ წლებში „სახლი“ იყო სხვადასხვა ჯგუფებისა და კოალიციების წევრი ორგანიზაცია (რომელთაგან რამოდენიმე აღარ ფუნქციონირებს): გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი „ჯანდაცვის სისტემის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე“; გაეროს ქალთა ორგანიზაცია: “სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა ჯგუფი“ ; საქართველოს „კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“;  „ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია“.

                                       2001 წელი  - კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა საკონსულტაციო ცენტრის აქტიური მონაწილეობით 2001 წელს აშშ არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტი „ჰარმონიის“ მხარდაჭერით თბილისში ჩამოყალიბდა  პირველი კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რომელშიდაც გაერთიანდა 16 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. კოალიციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა “სახლის” ხელმძღვანელი. 2002 წელს კოალიციის მიერ ჩატარდა ფართო მასშტაბის  საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანია. კამპანიის ფარგლებში  მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა, რომლებიც შესაძლებელს ხდიდა  ოჯახური ძალადობის პრობლემის აქტუალობის საზოგადოებრივი სამსჯავროზე გამოტანასა და  მასზე საჯარო  მსჯელობის გაშლას.

კოალიცია.jpg
კოალიცია 2.png

„სახლ“-ი   სხვადასხვა ორგანიზაციებთან   ურთიერთანამშრომლობის  ფარგლებში აფართოებს თავისი მომსახურების არეალს  (მაგ. იურიდიული მომსახურება, სასამართლო წარმომადგენლობა, გრძელვადიანი თავშესაფარი და სხვ)  და  სამიზნე აუდიტორიას

(ვეტერანთა ოჯახის წარმომადგენლების, უკრაინელი ლტოლვილების ფსიქო-სოციალური მომსახურება, ).აღნიშნული დახმარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა წლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა.

 

                                                                                                                                        სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 2012 წლიდანი

                                                                                                                                         

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                             იურიდიული დახმარების სამსახური (LAS) 2017 -2018 წწ.

                                                                                                                                         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                          ეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წ.

         თანამშორმლობა აკადემიურ, რელიგიურ და სხვა ინსტიტუტებთან 

'

         ერაზმუს+  -ს პროექტი : Love& Respect -ძალადობა ახალგაზრდა წყვილებში

         

                           

Rusiko da barkalaia.jpg
Rusiko LAS (2).jpg
38405241_2188556024506264_3438783518505697280_n.jpg
IMG_9363.jpg
_MG_8914.jpg
10347188_1054715061227696_5919899290047868302_n.jpg
IMG_0306.JPG
23157416_1891999380829353_2796566891937646365_o (1).jpg
23275557_1894138707282087_5491366123219582595_o.jpg
DSC_1112.JPG
IMG_1314.JPG
საპატრიაროში.jpg
bottom of page