ქსელური მუშაობა

„სახლის“  საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ქსელური მუშაობა. ჩვენი ორგანიზაცია  აქტიურად არის ჩართული ადგილობრივსა და საერთაშორისო აქტიობებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში, რომელიც ორგანიზაებულია  სხვადასხვა  ორგანიზაციების/უწყებების, მათ შორის  ჩვენი დონორი ორგანიზაციების მიერ , როგორიცაა UNHCR, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women ) და  ოქსფამი (Oxfam). „სახლი“ თანამშრომლობს  ყველა დაინტერესებულ მხარეებთან ოჯახში ძალადობის და გენდერული ძაალდობის სფეროში, როგორც სამთავრობო , ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  „სახლი“ აქტიურად თანამშრომლობს  შემდეგ ინსტიტუტებთან: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, სახალხო დამცველის აპარატი, განათლების სამინისტრო, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა სამინსიტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

 

„სახლის“ ხელმძღვანელი არის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი. საბჭო აერთიანებს  სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს საქართველოში ოჯახში  ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დაცვის სფეროში ქმედითი პოლიტიკის გატარებას.

 

2012 წლიდან “სახლი ” არის ძალადობის წინააღმდეგ ევროპის ქალთა ქსელის (WAVE network) წევრი. სხვადსხვა წლებში (2013, 2017) ორგანიზაცია იყო  ქვეყნის წარმომადგენელი და რეგულარულად წარადგენდა  ანგარიშებს  ქვეყანაში გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სტატისტიკა, სერვისები), მონაწილეობდა ქსელის მიერ ორგანიზაებულ კონფერენციებსა  და ღონისძიებებში (მაგ.STEP UP კამპანია).

 

წარსულ წლებში „სახლი“ იყო შემდეგი ჯგუფებისა და კაოლიციების წევრი ორგანიზაცია (რომელთაგან რამოდენიმე აღარ ფუნქციონირებს): გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი „ჯანდაცვის სისტემის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე“; გაეროს ქალთა ორგანიზაცია: “სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა ჯგუფი“ ; საქართველოს „კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“;  „ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია“.

დონორები და პარტნიორები / DONORS AND PARTNERS 

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116006

The National Domestic Violence Hotline Number 116006

გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112

Unified Emergency

Number 112

1-12